ფრჩხილების მიხედვით ქალბატონების დახასიათება

ძირში დაჭრილი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ,პრაგმატული და პრაქტიკული ქალია, მკაცრი მოთხოვნებით როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე გარშემომყოფების მიმართაც. გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად იმალება გულცივობა, წყენა, და მძიმე ხასიათი. როგორც წესი ასეთ ქალბატონს სჯობს, არ აწყენინოთ, ის ყოველთვის იპოვის გამოსავალს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. თქვენ კი გვარიანად დაზარალდებით.

საშუალო ზომის ფრჩხილები, ღია ფერის ლაქით: ინტელიგენტი ქალი, კარგი გემოვნებით და დახვეწილი მანერებით. როგორც წესი ასეთი ტიპის ქალი საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას, ხმა აიმაღლოს გარშემომყოფებზე და იბნევა, როცა ეჩხუბებიან. არ იზიდავს ხალხმრავალი წვეულებები, აფასებს ოჯახურ სიმყუდროვეს და ეჩვევა საკუთარ ნივთებს. ასეთ ქალთან მამაკაცისთვის სასიამოვნოა საუბარი ხელოვნებაზე, შეუძლია მასთან ერთად წავიდეს თეატრში, მაგრამ მამაკაცის გულახდილი მინიშნება სექსზე შეიძლება სწორად ვერ აღიქვას. ამ ტიპის ქალი არასდროს არ არის ინტიმურ საკითხებში ბოლომდე გულახდილი. მისი მეგობრების რაოდენობაც საკმაოდ შეზღუდულია და წლობით გამოცდილი. სამსახურშიც ნეიტრალურია, ცდილობს, ერთნაირად მოექცეს თითოეულ თანამშრომელს და გამოირჩევა იდეალური სიმშვიდით.

საშუალო ზომის ფრჩხილები დაფარული მკვეთრი, ფერადი მანიკურით. ეს არის  პრეტენზიული ქალი, აქვს კარგი გემოვნების ამბიცია, გამოირჩევა ორიგინალური და კაშკაშა ფერის სამოსით, ყოველთვის ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში.  არავისი ესმის საკუთარი თავის გარდა. ყველაზე კარგი ტაქტიკაა ასეთ ქალთან, უსმინო ყურადღებით, მაგრამ მოიქცე ისე, როგორც შენ თვლი საჭიროდ. მისი ფეთქებადი ხასიათი ნებისმიერ ადამიანს გაუფუჭებს გუნებას. თუ ასეთი ქალი შენი უფროსია, სჯობს, იშვიათად შეეფეთო, ის ყოველთვის იპოვის მიზეზს რომ გაგკიცხოს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ასეთი ქალი ოჯახში საკმაოდ მშვიდი და თბილია, რამდენადაც გარეთ მებრძოლი და დაუნდობელია, ქმართან ან რჩეულ მამაკაცთან მორჩილი და დამთმობია.

გრძელი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ, ”ჰაეროვანი” არამიწიერი არსება, ყოველთვის სადღაც დაფრინავს, ძირითადად ცხოვრობს ფანტაზიებში, ნაზი და დაუცველი გვეჩვენება, რაც მას ხელს უწყობს, დახლართოს ინტრიგები კონკურენტების წინააღმდეგ. მათგან არავინ ელის ცუდ საქციელს, სწორედ ამიტომ ყველაფერი ეპატიებათ ხოლმე. ამ შემთხვევაში, გარეგნობა მართლაც მაცდურია.

გრძელი ფრჩხილები მუქი, კაშკაშა ლაქით, ამ ქალბატონმა საკუთარი თავის ფასი იცის.  არ ეშინია სტანდარტების დარღვევის, არ აღელვებს, რომ მის ზურგს უკან ვიღაც მასზე ჭორაობს, ამაყად მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე და ხანდახან ვერც კი ამჩნევს, ისე გადააბიჯებს (თუმცაღა შეუგნებლად) სხვა ადამიანს. საკმაოდ ამბიციურია, კარგად იცის, რა სურს და ცდილობს, სხვისი დახმარების გარეშე იცხოვროს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას სიამოვნებს როდესაც სხვას ეხმარება, ყოველთვის გამოგიწვდით ხელს, როცა გიჭირთ. მაგრამ მხარდაჭერა უნდა თხოვოთ, თორემ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს, რომ ის ვიღაცას სჭირდება. ასეთ ქალთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ კომპლიმენტები, თანაც უფრო მეტად მისი განათლების და ერუდიციის მისამართით, ვიდრე გარეგნობის. ხანდახან ის ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია, მისთვის უცხო ადამიანს გული გადაუშალოს.

ხელოვნურად გაზრდილი ფრჩხილები ღია ფერის ლაქით. ბიზნეს ლედი,  მოდური ქალი, ყოველთვის ძვირფასი სუნამო ასხია, აცვია მხოლოდ მაღალი მოდის დიზაინერების შექმნილი სამოსი და თვლის, რომ საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაში ლომის წილი მას ეკუთვნის. ხშირად ეს ასე არ არის, მაგრამ ასე აწყობს, რომ იფიქროს. როგორც წესი, მისი დახმარების ინიციატივას  ბევრი ადამიანი იჩენს და ისიც ამაყად იფერებს ამ ყურადღებას. ხშირად იცვლის მამაკაცებს და სიამოვნებით იღებს ძვირფას საჩუქრებს. შეიძლება თქვენს ნათქვამზეც ატაროთ, მაგრამ თუ გონზე მოსვლა მოასწრო, მაშინ ისე გაგირთულებთ საქმეს, რომ უკან დასახევ გზას არ დაგიტოვებთ.

ხელოვნურად გაზრდილი ფრჩხილები მუქი კაშკაშა ფერის ლაქით: უყვარს ხალხმრავლობა, კომუნიკაბელურია, მაგრამ ხშირად ზედაპირულიც, შეუძლია დაუფიქრებლად აწყენინოს ადამიანს და მერე ვერც მიხვდეს, რატომ აღარ სურს იმ პიროვნებას მასთან ურთიერთობა. ამიტომ ასეთი ადამიანის ნათქვამი ან ქმედება გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ, ის ყოველთვის არ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მისი მონაროში უმეტესად იმპულსური უფროა, ვიდრე ბოროტად ნათქვამი. ხშირად ბრაზდება ხუმრობებზე.  ერთი შეხედვით, ძალიან მეგობრული და მხიარულია, ამიტომ ყოველთვის ექცევა ყურადღების ცენტრში. კარგად ერკვევა მოდაში, გულისყურით ადევნებს თვალყურს სიახლეებს და ესწრება ჩვენებებს.

ფრჩხილის ფორმები:
მომრგვალებული: არ არის კონფლიქტური, მშვიდია, მაგრამ ხშირად იდუმალი და საშიში.

წაწვეტებული: მტაცებელი, მესაკუთრე. მისი დევიზია ”მიზანი ყველანაირ მეთოდს ამართლებს”.

მხატვრულად გაფორმებული მანიკიური: ხელოვანი, სავსეა სიყვარულით, მთელი მსოფლიო უყვარს, ხასიათით ნარცისია და ოპტიმიზმით უყურებს მომავალს.

გაცვეთილი მანიკიური, სხვადასხვა ზომის ფრჩხილით: ან ძალიან ზარმაცი და ფეთხუმია, ან არ აქცევს ამას ყურადღებას. თვლის, რომ ის, რასაც თვითონ აკეთებს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე კოსმეტიკა. ფრჩხილებს იკეთებს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის (დაბადების დღე, წვეულება, სპექტაკლი…), ძირითადად მეცნიერის ნატურაა,  ასეთი ქალები იკვნეტენ კიდეც ფრჩხილებს.

წყარო: eva.ge

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s